ოზურგეთი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ოზურგეთი პატარა ქალაქია, ფეხით ან ველოსიპედით მარტივად შემოივლის ადამიანი. ოზურგეთი მე-16 საუკუნეში გაჩნდა, როგორც სავაჭრო ქალაქი, და გურიის სამთავროს ცენტრი. ყველზე ძველი ნაგებობა გურიელის აბანოს ნანგრევია, რომელზსეც, რატომღაც ბლოკის კედლით შემოურაგიათ. შუა საუკუნეების ქალაქის სხვა რაიმე ფიზიკურ კვალს სამწუხაროდ ვერ მიაგნბეთ. აბანოების წინ ქალაქის ბაღია. ეს ბაღი გურიის უკანასკნელ მთავარს მამია V ურიელს გაუშენებია შოტლანდიელი აგრონომის იაკობ მარის დახმარებით. ბაღი ქუჩებით სამ ნაწილადაა დაყოფილი. მასში დგას თეატრის უზარმაზარი შენობა. თეატრისთვის განკუთვნილი ამხელა შენობა საქართველოში სხვაგან არ შეგხვდებათ. ბაღის ბოლოში XIX საუკუნის ოზურგეთის ერთი პატარა კუთხეა. აქ დგას ერთ-ერთი გურიელის სასახლე, ორსართულიანი შენობა, რომელიც ახლა საპატრიარქოს ეკუთვნის და გურიისთვის დამახასიათებელი ხის ოდასახლები. ერთ-ერთ მათგანში არქეოლოგიური მუზეუმია მოწყობილი. ქალაქის კომერციული ცენტრი, ძველი საპარასკევოა, საიდანაც ახვალთ სერზე, ისტორიულ უბანში, სადაც ქალაქის ყველაზე ძველი სკოლა დგას. გასაოცარია, როგორ აღიზარდა ამ ერთ პატარა, პროვინციულ ქალაქში ამდენი საქვეყნო მასშტაბის პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე: მოე ჟორდანია, ნოე რამიშ- ვილი, ეგნატე ნინოშვილი, ისიდორე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, გერასიმე მახარაძე, აპოლონ წულაძე, სოლომონ ჭეიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. ქალაქში მდებარეობს მნიშნველოვანი ისტორიული მუზეუმი, რომელიც უშუალოდ აბანოსთან დგას. შენობის ერთ ნაწილში ფოლკლორის ცენტრი შენდება. ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად არის ცნობილი და ყოველ შემოდოგმაზე მასპიინძლობს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფილიმონ ქორიძე, პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ქართული საგალობლები ნოტებზე გადაიტანა და ამით შეუნარჩუნა შთამომავლობას.
ოზურგეთში ნახავთ სურათების გალერეას. იქვე დგას აწ უკვე გაუქმებული კინოთეატრი. საერთოდ, ოზურგეთი ქართული კინოს სათავეებთან იდგა. 1910-იან წლებში აქ საქართველოში ერთ-ერთი პირ- ველი კინოთეატრი ააშენა გერმანე გოგიტიძემ. აქვე დაიწყეს გოგიტიძემ და ალექსანდრე წუწუნავამ პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ გადაღება.
ოზურგეთის დღევანდელი გარეგნული იერსახე საბჭოთა პერიოდშია შექმნილი. მაშინდელი შენობებიდან საინტერესოა რკინიგზის სადგური.