შემოქმედი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელი შემოქმედი ჰოლივუდის ღიმილით შეგეგებათ. მარჯვნივ, მაღალ გორაკზე შემოქმედის ცნობილი სამონასტრო კომპლექსია. ეკლესიის ეზოში ძველი სამრეკლოს გავლით შეხვლათ. აქ გვერდიგვერდ ორი ეკლესია დგას. XIII-XIV საუკუნის დარბაზული ეკლესია და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. რომელიც სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააშენებინა, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მო- ნასტრიდან გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. ეკლესიის შესასვლელის თავზე გამოსახულია სამი მედალიონი: შუაში თანაბარ მკლავებიანი ჯვარი, მარცხნივ ექვსქიმიანი ვარკვლავი, მარჯნივ კი ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ეკლესიების კედლებზე ძველი წარწერები, ისტორიულ პირთა გამოსახულებები, ეზოში კი უძველესი საფლავებია, შემოქმედის პირველი ეკლესია სწორედ ის გურიის მთვრების, გურიელების საძვალდ აშენდა.
აღსანიშნავია სოფელი ჭალა, შემოქმედის მარცხნივ სადაც ეკლესიის ნანგრევები და სამრეკლოა შემორჩენილი. ჭალის სამრეკლო საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა.
შემოქმედის მონასტრის მარჯვნივ კი, მდინარე აკიშას ხეობაში კიდევ ერთი, გორისფერდის ეკლესია მდებარეობს. იგი საკმაოდ რთულად დასალაშქრ მაღალ ბორცზვე მდებარეობს. გზად კი სოფლის გორაკიანი ლანდშაფტისთვის უჩვეულოდ დიდი, სწორი ვაკე შეგხვდებათ, რომელიც საგანგებოდ მოსწორებულს და მოწყობილს ჰგავს. რომ ის უცნაური ადგილი ქვის სამტეხლო იყო. აქ თურმე მრავლად მოიპოვებოდა მომწვანო-ნაცრისფერი ფერის ქვა პორფირიტი, რომლითაც აგებულია არა მხოლოდ გორისფერდისა და შემოქმედის, არამედ გურიის სხვა ეკლესიებიც. ლეგენდის თანახმად, თითქოს ოსტატი და მისი შეგირდი ერთდროულად ორ ეკლესიას აშენებდნენ. ოსტატი შემოქმედის ეკლესიას, ხოლო შეგირდი – გორისფერდისას. რაკიღა შეგირდის ნამუშევარმა ოსტატისას აჯობა, განაწყენებულმა ოსტატმა შეგირდს მარჯვენა ხელი მოჭრა.
შემოქმედში კიდევ ერთ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევს ნახავთ. შემოქმედში ადრე რამდენიმე მუზეუმი მოქმედებდა, ვარლამ სიმონიშვილს, ფილიპე მახარაძის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსი. ყველა ეს მუზეუმი ძველ გურულ ოდა სახლში იყო განთავსებული, მაგრამ დღეს არ ფუნქციონირებს. ვარლამ სიმონიშვილის ახალი მუზეუმი მშენებლობის პროცესშია.
აქვე, სოფელ გონებისკარში, ორი უძველესი, ქვაში გამოკვეთილი საწნახელია შემორჩენილი, რაც იმას მიანიშნებს, რომ ამ მიდამოებში ყურძნის დაწურვას და ღვინის წარმოებას ჯერ კიდევ უძველეს დროში მისდევდნენ.
შემოქმედთან ძალიან ახლოს კი სოფელ გომში ნახაავთ განსაკუთრებულ ადგილს, რომელიც ჩაქუხას სახელითაა ცნობილი. ესაა ბჟუჟის კალაპოტის ხელოვნურად შევიწროებული ადგილი, სადაც წყალი ძალიან ცივია და რომელიც საცურაოდ მოსახერხებელია. ბჟუჟი ცნობილია ყოველწლიური შეჯიბრით კაიაკინგში. მაისში, წყალუხვობის დროს, აქ იმართება ექსტრემალური კაიაკინგში ევროპის თასის (EKEC) ხუთიდან ერთი ტური Bzhuzha Race.