გომისმთა

მიუყვებოდნენ. გომისმთა საჯარო ინფრასტრუქტურის (გზა, ელექტრო- ენერგია, წყალი, ტრანსპორტი) მოუწყობლობის მიუხედავად ბოლო დროს ქართველი და არამხოლოდ ქართველ მოგზაურებსა და მოლაშქრეებში ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა.
გომისმთა გურიის მაღალმთიანი კლიმატური კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. ჩაქუხადან გომისმთამდე 28 კილომეტ- რია, გზის უმეტესი ნაწილი გრუნტისაა და სიმწვანეში ჩაფლულ ბჟუჟის ხეობას მიუყვება, შემდეგ კი სერპანტინით მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ადის. კურორტი მთებში არაა ჩაფლული, არამედ მთის კიდეზეა შეფენილი და აქედან მზიან ამინდში გურიის დაბლობის ხედი იშლება, ღრუბლიან ამინდში კი დაბლობში ჩაწოლილი ღრუბლის ზღვა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
გომისმთას ადრე მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად იყენებდნენ. ლეგენდის თანამხად, მწყემსი თუმანოვის სნეული ქალიშვილი გომისმთაზე განკურნებულა. გომისმთის კურორტად განვითარება 1931 წლის დაიწყო. აჭარელი მწყემსები დღემდე იყენებენ გომისმთას საზაფხულო იალაღებად. ისინი გაგიმასპინძლდებიან ცხიმიანი და მსუყე, მაგრამ საოცრად გემრიელი კერძებით, ბორანოთ (ცხიმში გამლღვალი აჭარული ყველი) და ყურუთით (ერთად გადაზელილი მჭადის ფქვილი, რძე და ნადუღი), მთაში მოყვანილი ჯანსაღი კარტოფილითა და ბოსტნეულით.
მოგზაურებისთვის გომისმთა იმითაც არის საინტერესო, რომ ლაშქრობისა და ფეხტურების ბევრ შესაძლებლობას იძლევა. გომისმთიდან შესაძლებელია ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე ჭინჭაოს ტბაზე ასვლა (12 კმ), კინტრიშის ნაკრძალში და ტბიყელის ტბაზე (20 კმ), კურორტ ბახმაროში (25 კმ) მესაქონლეთა დასახლება მერიაყელსა და გორიყულში (23 კმ) ან თაგინაურის მთის გავლით აჭარის სოფელ ხაბალაშვილებში (27 კმ) გადასვლა. ბილიკები მარკირებული არ არის, ამიტომ გადაადგილებისას საჭიროა გამყოლი, ადგილობრივის დახმარება, რუკა, GPS ან ელექტრო- ნული აპლიკაციის დახმარება.

1 thought on “გომისმთა

Comments are closed.