ხიდისითავი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელ ხიდისთავისკენ გზად გივლით სოფელ ხევის, სადაც თურმე ცხოვრობდა ცნობილი მეომარი, ბუღარა მამალაძე, რომელიც ცნობილი მეომარი იყო და ოსმალების შემოსევებისგან იცავდა ხევს. ხევიდან ხიდისთავისკენ გზაზე მარცხნივ გადასახვევია სოფელ ზენობანში, სადაც ნოდარ დუმბაძის მუზეუმია. მუზეუმი დგას დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, იმ ადგილას, რომელიც დუმბაძეს განსაკუთრებით უყვარდა და სადაც მას სახლის აშენება სურდა. ხისითავში სასიამოვნო დროს გაატერებთ გუბაზეული სანსეტზე. ესაა მდინარის პირას მოწყობილი სარეკრიაციო სივრცე პლაჟით, შეზლონგებით, გარე განათებით, ფრენბურთის მოედნით, ბაზრით, ბარით, საკარვე და საცეცხლე ადგილით. კიდევ ერთი საცურაო ადგილია ჭურისწყალა. ეს ადგილი, ბუნებრივი ჯაკუზია, სადაც წყალი მუდამ თბილია და სადაც ჩასვლა უზარმაზარი სიამოვნებაა. ხიდისთავში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სკიჯის, აქ დამზადებული უგემრიელესი ჩამიჩის და ჩირის შეფუთვა-დაფასოებაში, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესია. ეს ჩირი ადგილობრივი, ამ სოფელში მოსული ნატურალური ხილისგან მზადდება.