სამკურნალო წყლები

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

გურია მდიდარია სასარგებლო თვისებების მქონე მინერალური და თერმული წყლებით. მათ შორისაა სოფელ ამაღლებაში, სამკურნალო წყალი – ლაშეს აბანო. აქ მოწყობილია ღია აბაზანა, რომელიც ამჟამად უპატრონოდაა მიტოვებული, მოუწესრიგებელი და გასაწმენდია.
ეს მჟავე წყალი სასმელადაც ვარგისია, და აბაზანის მისაღებადაც. XIX საუკუნეში ამ წყლით აქაური დიდგვაროვნის, მარიამ ერისთავის მეუღლე, ფრანგი ინჟი- ნერი დეროსი დაინტერესებულა. მან სპეციალისტებს შეასწავლინა ამ წყლის თვისებები და მიიღო დასკვნა, რომ წყალი სასარგებლოა რევმატიზმის, ართრიტის, რადიკულიტის, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების დროს. დეროსმა საკუთარი სახსრებით მოაწყო აბაზანა და მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა
მარილიანი წყალი გვხვდება სოფელ ბუკნარში. გამორჩეულია კურორტი ნასაკირალი. ამ ადგილს კურორტი წყლის სამკურნალო თვისებების გამო თუ შეიძლება ეწოდოს, თორემ საკურორტო ინფრასტრუქტურის ნასახიც არაა შემორჩენილი. მდინარე სუფსის მარცხნივ მდებარე გორაკზე, ტყის კორომში მიწიდან რამდენიმე ადგილზე ამოდის გოგირდ-წყალბადის შემცველი წყალი. წყალი ვარგისია როგორც წყლის აბაზანებისთვის, ასევე სასმელად. ადრე აქ კაპიტალური აბაზანები იყო მოწყობილი, 40 მოქმედებდა ადგილიანი სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯები. წყლის აბაზანებს გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ.
ნასაკირალის კურორტის გასწვრივ მდინარის მეორე მხარეს ძიმითის ტერიტორიაზე ორი მინერალური წყაროა. ერთი სასმელად გამოიყენება, მეორეს კი მოსახლეობა აბაზანებისთვის იყენებს სახსრების სამკურნალოდ. ამ წყაროს ცეცხლი ეკიდება.