გურული მოჯირითეები

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ლანჩხუთი ცნობილია გურული მოჯირითეებით, რომლებმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს აშშ-ის შოუბიზნესში, სადაც ისინი რუსი კაზაკების სახელით გამოდიოდნენ. მოჯირითეების ისტორიას ჩვენ გავეცანით და მათი პირადი ნივთები ვნახეთ ლანჩხუთის მუზეუმში. ამ მუზეუმში, გარდა მოჯირითეებისა, დაცულია სხვა საინტერესო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა,
ისევე როგორც მთლიანად გურია, კონკრეტულად ლანჩხუთიც გარდა მოჯირითეებისა, ასევე პოლიტიკოსების სამშობლოცაა. საქართველოს პირველ, დემოკრატიულ რესპუბლიკის დამფუძნებელი მამებიდან ხუთი ლანჩხუთიდან იყო, მათ შორის უპირველესი, რა თქმა, უნდა იყო ნოე ჟორდანია. მისი ბიუსტი ლანჩხუთის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის უკან დგას.