პალიასტომი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

პალიასტომი სავარაუდოდ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ძველ ციხე-სიმაგრეს უნდა ნიშნავდეს. ტბას ადრე ხე-ტყის დასაცურებლად და თევზჭერისთვის იყენებდნენ. ამჟამად ის კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილია. პარკის ვიზიტორთა ცენტრში პარკის სერვისებს გაგაცნობენ.
პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში დასაშვებია ტურები ნიჩბებიანი და მოტორიანი ნავებით, პონტონით, კატერით; ასევე სპორტული თევზჭერა და ფრინველებზე დაკვირვება (ბერდვოჩინგი). ზოგიერთი ტური ამინდზეა დამოკიდებული და ჩასვლამდე წინასწარ დაჯავშნა არის რეკომენდებული. საკონტაქტო ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საიტზე არის ხელმისაწვდომი.