ფირალები

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

საერთოდ, გურია ცნობილია როგორც მრავალი რევოლუციონერისა და ფირალის მშობელი მხარე. ფირალობა XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურიაში გავრცელდა. ამის მიზეზი იყო ეკონომიკური გაჭირვება, რუსული ადმინისტრაციის არაადამიანური მმართველობა, რუსეთ-ოსმალეთის ომები.
ფირალობა იყოფა ორ ტალღად: პირველი ტალღის ფირალები 1880 წლებიდან გამოჩნდნენ და მათ გაფირალებას სოციალ-ეკონომიკური მიზეზები ჰქონდა. მეორე ტალღა კი XX საუკუნის დასაწყისში წამოვიდა და მისი ძირითად მიზეზი პოლიტიკური იყო, ისინი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას თანაუგრძნობდნენ და რევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
დროთა განმავლობაში ფირალები ფოლკლორის პერსონაჟებად იქცნენ. ნიკოლოზა მეხუზლაზე, სისონა დარჩიაზე, ვასილა ლომინაძეზე, სიმონა დოლიძეზე ლექსები და სიმღერები შეიქმნა. სიმონა დოლიძეს ძეგლიც კი დაუდგეს მშობლიურ სოფელ ამაღლებაში.