• Overview
  • Trip Outline
  • Trip Includes
  • Trip Excludes
  • Booking
  • FAQ

გთავაზობთ დაუვიწყარ, საინტერესო, უგემრიელეს ტურს ულამაზესი გურიის რეგიონში. თქვენ გექნებათ 5 დღიანი გასაოცარი მოგზაურობა საქართველოს ულამაზეს კუთხე გურიაში, სადაც  საშულება გაქვთ დროის მცირე მონაკვეთში მოხვდეთ რამდენიმე გეოგრაფიულ ზონაში: ზღვისპირეთის სუბტროპიკული კლიმატიდან, გურიის მთების ალპური მინდვრებში. გაეცნოთ საქართველოს უნიკალურ სიმდიდრეს:  ფოლკლორს, ღვინოს და ეროვნულ კერძებს. ტურის პროგრამა შექმნილია ისე, რომ ისტორიიულ ექსკურსებს ენაცვლება ფოლკლორული და გასტრონომიული მასტერკლასები. ღვინისა და გურული კერძების დეგუსტაცია გურული ფოლკლორის ფონზე. არ გამოტოვოთ შანსი დააგემოვნოთ გურიის ყველა ხიბლი.  

No details found.

Itineraries

დღე 1:

გურიის ზღვისპირეთი (ოზურგეთი - შეკვეთილი - ურეკი - გრიგოლეთი)

ოზურგეთში ჩამოსვლა. ჩვენ დაგხვდებით აეროპორტში და მანქანით წაგიყვანთ სასტუმროში. დაბინავების შემდეგ დავიწყებთ ექსკურსიით გურიის ზღვისპირეთში, სადაც თქვენ მოინახულებთ: • მინიატურების პარკი - • გასართობი პარკი ციცინათელა - • დენდროლოგიური ბაღი - • მუსიკოსთა პარკი (ბლექსი არენა) – • პალიასტომის ტბა (კოლხეთის ეროვნული პარკი) 20:30 ვახშამი ადგილობრივ რესტორანში, სადაც დააგემოვნებთ ტრადიციული სამზარეულოს კერძებს (გურული ღვეზელი, აჭარული ხაჭაპური, გურული ღვინო: ჩხავერი, ჯანი, კაჭიჭი). ოზურგეთში დაბრუნება, ღამე სასტუმროში. კვება: ვახშამი

დღე 2:

გურიის მთები (ოზურგეთი – შემოქმედი – გომი – გომისმთა)

აღმოაჩინე მაღალმთიანი გურიის მთების ენით აღუწერელი სილამაზე, ხედები და გარემო, რომელიც აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა იხილო. თქვენ მოინახულებთ: • შემოქმედის მონასტერი - • ბჟუჟის ხეობა - (ფოტოების გადაღება, სადილობა, ჩაქუხა). • ჰესის სათავე - • გომის მთა - გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეული ტენიანი ჰავისგან. დამსვენებლები და მოგზაურები კურორტს ხშირად ამ მიზეზით სტუმრობენ, ადიან შემაღლებულ გორაზე საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება, იქნება ეს „ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე“ თუ „ნისლებში მზის ამოსვლა“. ასეთი სილამაზის გადმოცემა არც სიტყვებით და არც ფოტოკამერითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო. ღამის თევა: კარვები ან კოტეჯები. კვება: სადილი, ვახშამი. ღვინის დეგუსტაცია.

დღე 3:

გურიის ხეობები (მაკვანეთი - გოგიეთი - ლიხაური)

გომის მთიდან ოზურგეთში (სასტუმროში) დაბრუნება. თქვენ მოინახულებთ: • მდინარე აგიდაყვას ხეობა (მაკვანეთი, ჩიჩილაკის სამშობლო) • ჯანვერდი ცეცხლაძის ბუნებრივი პარკი (გურული ყოფა, ჩურჩხელების დამზადება) • კაკო ცეცხლაძის გადასახედი (თაფლი, თაფლის არაყი) • მდინარე აჭის ხეობა (ენდემური ბზა) • ექვთიმეს მუზეუმი (საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი) • ლიხაურის ციხე (გურული ფირალობის ისტორიები) • აჭის ეკლესი (უნიკალური ფრესკა წმ.გიორგი საბელით იმორჩილებს გველეშაპს) • ჭყიმარტე (კალმახი) ღამე სასტუმროში. კვება: სადილი, ვახშამი, ღვინის დეგუსტაცია, თაფლი

დღე 4:

გურიის ფოლკლორი (ცხემლისხიდი - ვაკიჯვარი)

გურია სახელგანთქმულია ფოლკლორით, გურული სიმღერა უნიკალურია. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ მასტერკლასები ცნობილ ლოტბარებთან და ქორეოგრაფებთან. დღის განრიგი: • გიორგი სალუქვაძის მუზეუმი (გურიის ფოლკლორის ისტორი) • გურული სიმღერის მასტერკლასები • ქართული ეკვების მასტერკლასები • დვაბზუს მუზეუმი (ეთნოგრაფიული გარემო) • ვაკიჯვრის საკალმახე (სადილი). ოზურგეთში დაბრუნება. ღამე სასტუმროში. კვება: სადილი, ვახშამი, ღვინის დეგუსტაცია, კალმახი

დღე 5:

გურიის გემო (ანასეული, შემოქმედი, ბახვი)

ქართული სამზარეულოს სიმდიდრის გაცნობა. • კოლეჯი ჰორიზონტი (მასტერკლსები გურული კერძების დამზადებაში) • ჩაის გზა (ანასეული, შემოქმედი, ბახვი) • ოზურგეთის გალერეა (სუვენირების შეძენა) ოზურგეთიდან გამგზავრება აეროპორტში. კვება: სადილი, ჭაჭის დეგუსტაცია, ჩაი
    • ტრანსფერი ტურის პროგრამის მიხედვით (სატრანსპორტო მომსახურება);
    • განთავსება ორადგილიან ნომერში, შედის საუზმე;
    • ტურის გიდი, რომელსაც თან ახლავს ტურისტები;
    • საექსკურსიო მომსახურება;
    • საექსკურსიო ობიექტების შესასვლელი ბილეთები პროგრამის შესაბამისად;
    • 4 სადილი, 4  ვახშამი და 4 დეგუსტაცია;
    • მინერალური წყალი.
    • კარვები.
    •  საძილე ტომრები.
    • მასტერკლასები.
    • გადახდა სასტუმროს დამატებითი მომსახურებისთვის;
    • სადაზღვევო პოლისი.
  • Pricing Name
    Start
    Min Group Size
    Max Group Size
    Price
     
  • Pricing Name: ეკონომი
    Start: September 17, 2019
    Min Group Size: 1 pax
    Max Group Size: 4 pax
    price: € 260 /Person
  • Pricing Name: კომფორტი
    Start: September 17, 2019
    Min Group Size: 1 pax
    Max Group Size: 4 pax
    price: € 280 /Person
  • Pricing Name: ლუქსი
    Start: September 17, 2019
    Min Group Size: 1 pax
    Max Group Size: 4 pax
    price: € 305 /Person

No Details Found