გურიის ზღვისპირა კურორტები

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

გურიის საზღვაო კურორტებზე დაფიქრსებისას უპირველესად ყველას ურეკი ახსენდები. თუმცა ურეკის გარდა გურიის სანაპირო ზოლში კიდევ რემდენიმე კურორტია. ურეკის ჩრდილოეთით გრიგოლეთია, სამხრეთით  კი კაპროვანი – ფიჭვნარში  ჩაფლული დასახლებები  წყნარი  და მშვიდი დასვენებისთვის. კაპროვანის  სამხრეთით, აჭარის საზღვრამდე შეკვეთილია, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს თანამედროვე გასართობი ობიექტების გამო, მათ შორის Black Sea Arena – ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში,  მუსიკოსების პარკი, თემატური პარკი „საქართველო მინიატურებში“ და ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“.

გურიის მთლიანი  სანაპირო ქობულეთიდან  ფოთამდე მაგნიტური  ქვიშის  პლაჟია,  რომელიც  სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების  და საყრდენ-მამოძრავებელი  ორგანოების, ნევროზის  სამკურნალოდ.  ზღვის  დონე ნაპირთან  დაბალია  და 20-40 მეტრის  მანძილზე ადამიანს ყელამდე  არ სწვდება, ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთი ოჯახებისთვის, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ისვენებენ. გურიის ზღვისპირეთში შესაძლებელია განსაკუთრებული თევზეულის დაგემოვნებაც. აღსანიშნავია წყალწმინდის თევზის ბაზარი ადგილობრივი, მრავალფეროვანი არჩევანით.