ნარინჯისფერი გურია

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

აღსანიშნავია გურიის ორი სოფელი შრომა და ნატანები, რომლებიც ისტორიულად  ერთ თემს წარ- მოადგენდა,   საბჭოთა პერიოდში   გურიაში ყველაზე  მდიდარი იყვნენ.  ამიტომ  ყველაზე  მეტად ამ სოფლებშია  შემორჩენილი  წარსული  სიმდიდრის კვალი:  უზარმაზარი შენობები, ობელისკები, ციტრუსის ბაღები.

მეორე  მსოფლიო ომის დროს შრომელებმა ფრონტისთვის ტანკი შეიძინეს. ამ ამბის მემორიალი  სოფლის  ცენტრში 1978 წელს  დაიდგა. გადმოცემის   მიხედვით, ამავე  ომის დროს,  შრომელ ქალს დაჭრილი უკრაინელი  ვაჟი შეუფარებია  და შვილივით მოუვლია მისთვის. სოფელ შრომის ცენტრთან  მისვლამდე ქართველი და უკრაინელი  ხალხის მეგობრობის  ობელისკი დგას, ასეთივე ობელისკი  ქართველი, უკრაინელი და სომეხი ხალხის მეგობრობის  ნიშნად მეზობელ სოფელ ნატანებშიც დგას.