კონჭკათი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

კონჭკათი გახლავთ სოფელი, რომელიც გაგაოცებთ პატარა ტერიოტრიაზე თავმოყრილი უამრავი საინტერესო ადგილით. სოფლის ჩრდილოეთით რთულად დასალაშქრი გორაკია, სადაც წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები დგას. აღმართი მკეთრი არ არის, მაგრამ გზა მცენარე- ებითაა დაფარული, რადგან წლებია გზა არავის გაუწმენდია. ეს ეკლესია  ამ მიდამოში ყველაზე მაღალ ადგილზე დგას, საიდანაც  არაჩვეულებრივი  ხედი იშლება. ეკლესიიდან აღმოსავლეთით  პირდაპირ  მოჩანს  გორაკი ციხია. ციხია პატარა გორაკს ქვია, სადაც, სავარაუდოდ უხსოვარ  დროში ციხე უნდა მდგარიყო,  თუმცა ახლა მისი კვალი  არ ჩანს. ციხიას ერთ მხარეს პატარა მდინარე შუაღელე  ჩამოუდის, რომელიც  ადგილობრივებში ლამაზი ჩანჩქერის  გამოა  პოპულარული.  იქვეა გამოქვაბული კელკეტერა,  რაც სიტყვა კლდეკარს მოგვაგონებს.  ციხიას ერთი ფერდობი კი ეშვება სუფსაზე, რომელიც  ცნობილია,  რომ სანაოსნო  მდინარე  იყო. მას მოგროსის  სახელითჯერ კიდევ ძველი  ბერძენი და ბიზანტიელი  გეოგრაფები  იხსენიებდნენ, როგორც ერთ-ერთ მნიშნელოვან სანაოსნო მდინარეს. სუფსაზე ნაოსნობა XIX საუკუნემდე  გრძელდებოდა. ამ ადგილს კონჭკათში ნაქალაქევს ეძახიან. ახლა აქ ყანებია, თუმცა ადრე  ყანების  დამუშავებისას  მოსახლეობა  თიხის ჭურჭლისა  და ქვევრების  ნამტვრევებს  პოულობდა. ამ ყველაფრის გამო აქ ადრე ციხე-ქალაქის არსებობას ვარაუდობენ.

სოფლის შუაში კიდევ ერთი უძველესი ციხე მდებარეობს, რომელიც კატისციხის სახელითაა ცნობილი. ციხე უშუალოდ გზასთან დგას მაღალ კლდეზე, მაგრამ,  ამისდა მიუხედავად, თვალშისაცემი  არ არის, რადგან  კედლები  თითქმის  არ შერჩენია. კატისციხის ქვიშა-ქვას მოსახლეობა გზების მშენებლობისთვის იყენებდა, ამიტომ ციხე თითქმის ბოლომდეა დანგრეული.