ლიხაური

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ლიხაური ქალაქიდან სამხრეთით 5 კმ-ით არის დაშორებული. სოფლის ცენტრში ადვილად შესამჩნევია ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. ლიხაურის ეკლესია ცენტრში, ოდნავ მომაღლო გორაკზე დგას. XIV საუკუნის ეკლესიასა და XV საუკუნის სამრეკლოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. XV-XVI საუკუნის უნიკალური ფრესკები ახლა აქედან ჩამოხსნილია და თბილისში, სამხატვრო აკადემიაში ინახება. ეკლესიიდან ორი კმ დასავლეთით ლიხაურის ციხეა. ციხეს აქვს კარიბჭე, კოშკები, სათოფურები, წყლის რეზერ- ვუარი და ჭა. აქედან გზა სოფელ ჭანიეთში ჩადის და იქ, ერთ-ერთ სამოსახლო ეზოში დგას უძველესი ქვის მაგიდა – „ჩაბიას ტახტი“
ლიხაურიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს აჭის ეკლასია. ლეგენდის თანახმად სოფელ აჭს დევი შეჩვევია, შეწუხებულ ხალხს წმინდა გიორგის სახელზე ულოცია. წმინდანს შეუსმენია ლოცვა, დევი მოუკლავს და გაუქვავებია, ხოლო მადლიერ ხალხს მისთვის ტაძარი აუგია. მანვე მდინარის პირას ნახავთ დიდი ლოდს, რომელსაც დევის ქვას უწოდებენ. თავად ეკლესიაში საინტერესოა გარე ფასადზე არსებული ჩუქურთმები და წარწერები, ხოლო შიგნით კი ფრესკები, რომელთა შორის უნიკალურია წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვის სცენა.