მეფუტკერობა

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

გურია მეფუტკრეობის გავრცელების ერთ-ერთი ისტორიული არეალია. ზოგან ჯერ კიდევ შე- მორჩენილი ყოფილა მეფუტკრეობის პირველყოფილი ფორმა – უზარმაზარ ხეებზე ბუკების დადება. გურიაში ბევრგან ნახავთ ხარისხიან თაფლს. გავრცელებულია აკაციის, წაბლის, ცაცხვის, ალპური მდელოების თაფლი.
თაფლს გურიაში არამხოლოდ საკვებად ხმარობენ, არამედ არყის სახდელადაც. საზოგადოდ არყის ხდა მთელ გურიაშია გავრცელებული და ჭაჭისგან და ხილისგან გამოხდილ არაყთან ერთად, ასევე, პოპულარულია თაფლისგან გამოხდილი, ე. წ. სანთლის არაყი, რომელსაც გურიაში „ბუზის ოტკას“ ეძახიან.