|
გურიაში მეჩაიეობის ისტორიას, მხოლოდ საბჭოთა ისტორიის ნაწილი არაა, გავრცელებული აზრისგან განსხვავებით. გურიაში ჩაი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შემოუტანიათ და ის ჰქონიათ გაშენებული მამია V გურიელს ოზურგეთში, მიხეილ ერისთავს გორაბერეჟოულში, მიხეილ ნაკაშიძეს ზედუბანში, სოლომონ ჭეიშვილს ასკანაში, ხოლო 1914 წელს ერმილე ნაკაშიძეს პირველი ჩაის ფაბრიკა აუშენებია ქალაქ ოზურგეთში.