|
სოფელ ასკანაში მოიპოვება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თვისებების მქონე ბენტონიტური თიხები. ასკანის ციხისკენ გზად თიხის კარიერსა და ტბას გაივლით. ესაა ორი კოშკის ირგვლივ შემოვლე- ბული გალავანი, რომელიც მაღალ თხემზე დგას და გადაჰყურებს ბახვისწყლის ხეობას. ასკანისა და ლიხაურის ციხეები XIX საუკუნის ჩათვლით მოქმედი იყო და ამიტომ ისინი ერთად ერთ-ერთი უკეთ შემორჩენილი ციხე-სიმაგრეებია გურიაში. აქ ციხის გარდა ორი ძველი ეკლესიაა. ვანისქედში XI საუკუნის ეკლესია აღდგენილია, მთისპირში ინწკირველების საგვარეულო ეკლესია კი ნანგრევების სახით დგას. მეზობელ სოფელ ასკანაში კი ჩანჩქრეს იხილავთ.