ნაბეღლავი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ბახმაროდან დაბრუნებისას აუცილებლად ღირს იხილოდ სოფელი ზოტი, რომელიც გუბაზოულის ხეობიდან დაბრუნებისშემდეგ მთავარი გზიდან მარჯვნივ მდებარეობს, დაახლობით 9 კილომეტრში, თუმცა ეს გზა მოასფალტებული არ არის, მეტიც საკმაოდ რთული სავალია. თუმცა ზოტში ჩაველს თუ არა თვალწინ გადაგვეშლებათ საოცრად ლამაზი, მთის ფერდობზე შეფენილი საკმაოდ მოზრდილი სოფელი, რომელსაც ემჩნევა, რომ სამყაროსგან მოწყვეტით, ლამის დამოუკიდებლად ცხოვრობს. აქ ძირითადად აჭარლები ცხოვრობენ, რომლებიც 1877-78 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დასახლდნენ ამ ადგილას.სოფელში ყველაზე ძველი ნაგებობა მეჩეთა. ეს მეჩეთი დაახლოებით 120 წლისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. წაბლის ხის შენობისთვის გარედან თოვლისა და წვიმისგან დამცავი კედელი შემოუშენებიათ, ხის ფანჯრები კი სულ ახლახან მე- ტალო-პლასტმასით ჩაუნაცვლებიათ, მაგრამ შიგნით ხის კედლებზე ძველი წარწერები და მოხატულობებია შემორჩენილი.
სოფლიდან ოდნავ მოშორებით ჩრდილოეთით დგას ფეხით სამი საათის სავალ გზაზე დგას ძველი ციხის ნანგრევი, რომელსაც ღომისციხედ მოიხსენიებენ. შუა საუკუნეების ციხეს ორი კედლის ფრაგმენტი ჰქონია შემორჩენილი.
აღსანიშნავია ასევე სანისლია, რომელიც სოფლიდა 15-17 კილომეტრით დაშორებული საკურორტო ადგილია. სანისლიაზე რამდენიმე წყაროში მოედინება თერმული მინერალური წყალი, რომელიც კურნავს საყრდენ-სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს.
ბახმაროდან მომავლები კი, უფრო ქვევით აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ნაბეღლავში. აქ ისხმება ცნობილი მირენალური წყალი ნაბეღლავი. ქ ქარხანაში ტური უფასოა და მისი დაჯავშნა ინტერნეტით შეიძლება.
ნაბეღლავის მინერალური წყაროები 1905 წელს აღმოაჩინეს. წყალი სასარგებლოა საჭმლის მომნე- ლებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის სამკურნალოდ. 1938 წელს მოაწყვეს აბაზანები, ხოლო 1958 წლიდან მცირე რაოდენობით ჩამოსხმა დაიწყეს. ამჟამად აქ 2017 წელს აშენებულ უზარმაზარ ქარხანაში, რომელსაც დღეში 250 მილი- ონი ლიტრის წარმადობა აქვს, ისხმება მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“ ,ლიმონათი, ევროპაში ცნობილი ბრენდის, რაუხის წვენები და სხვა უალკოჰოლო სასმელი. ქარხანას აქვს მუზეუმი, სადაც ნაბეღლავის წყლის ჩამოსხმის ისტორიაა წარმოდგენილი და აქვე შესაძლებელია ქარხნის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტის დაგემოვნება.
ქარხნის გვერდით ეზოში კი ნაბეღლავის წყაროა. აქ სულ რიგებია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ლიტრობით იღებს მინერალურ წყალს.