ერისთავების ციხე-გალავანი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელი გორაბერეჭოული ჩოხატაურის გზიდან მარჯვნივ მდებარეობს. 2 კილომეტრში საავტომობილო გზით ერთჭიშკარს მიადგებით. ამ ჭიშკარში ერთ ჰექტარზე გაშენებული ბაღია, რომელშიც იშვიათი ჯიშის მცენარეებია: ფანქრის ხე, კანფე- ტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ. ეს ბაღი აქაურმა თავადებს, გვარად ერისთავებს ეკუთვნოდათ.
ბაღის შუაგულში შემორჩენილია ერისთავების კუთვნილი თავდაცვითი ნაგებობა სახლი გალავნით. ერისთავების ციხე-გალავანსა და ბაღს სახელ- მწიფოს მიერ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. (ასეთი გურიაში კიდევ ექვსია).
ადგილზე დაგხვდებათ გიდი. ციხე-გალავანი XVII საუკუნით თარიღდება. ერისთავებს აქ საცხოვრებელი სახლიც ჰქონიათ, რომელიც შემდეგ დანგრეულა. ასევე იხილავთ ადგილს, სადაც 22 მეტრიანი ჭა იყო, ქვევრები და სახლში დაცული ერისთავების ნაქონი ისტორიული ავეჯი და უნიკალური ბუხარი, რომელიც მთელ სახლს ათბობს.
გალავნის შიგნით, ეზოში საქართველოში შემოტანილი ჩაის ერთ-ერთი პირველი ბუჩქია. ერისთავების მამული საქართველოში მეჩაიეობის სათავეებთან იდგა. 1864 წელს მიხეილ ერისთავმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე გაიტანა.