ბაზეირობა

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ბაზიერობა, ანუ მტაცებელი ფრინველით ნადირობა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა. UNESCO-მ ბაზიერობა უძველესი ქვეყნების ტრადიციად, ხელოვნებად და მეცნიერებად აღიარა და ბაზიერობის დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ბაზიერობას არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ბაზიერობა მეტწილად დასავლეთ საქართველოში იყო განვითარებული, რადგან ფრინველების მიგრაციის ზონა დასავლეთ საქართველოზე მოდის. გურიაში გავრცელებული შევარდნაძეებისა და ქორიძეების გვარები ბაზიერი წინაპრებიდან უნდა იყოს წარმოშობილი. ამჟამად სოფელ გუთურსა და მიმდებარე სოფლებში 100-ზე მეტი ბაზიერია.
გურიაში ყველაზე მეტ ბაზიერს მიმინო ჰყავს და მეტწილად ხოხობზე ნადირობს. მტაცებელ ფრინველებს აგვისტოს დასაყისში იჭერენ, წვრთნიან და ოქტომბერში ბუნებაში აბრუნებენ. ჩოხატაურში ყოველ ოქტომბერს იმართება ყოველწლიური ტრადიციული შეჯიბრი ბაზიერობაში.