ერკეთის ეკლესია

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ერკეთის ეკლესია სახელმწიფოს მიერ ასევე ეროვნული მნიშვნელობის მქონედ არის აღიარებული. ის მდებარეობს ჩოხატაურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრში. ეკლესიამდე ჯერ ასფალტის, ხოლო შემდეგ ბეტონის გზა მიდის. ეკლესია IX საუკუნეშია აშენებული და აშენების წესისა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჰგავს.
ეკლესიის სამხრეთ კედელზე პილატეს მიერ ხელების დაბანის ფრესკაა, რაც ქართულ ფრესკებში იშვიათობა ყოფილა. ეკლესიის გვერდით კი, მონასტრის ერთ-ერთ ნაგებობაში შენახული აქვთ ვაზის ხისგან დამზადებული კარი.
ერკეთის სამხრეთით კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია, წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ შუბანში, მაგრამ ამ ეკლესიამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. როგორც შუბანის, ასევე ერკეთის ეკლესიები მაღალ გორებზეა აშენებული და ორივე ადგილიდან ფართო ხედები იშლება.