გურიის ღვინო

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly
შარაშიძის მარანი ბუკისციხეში

მევენახეობა და მეღვინეობა გურიისთვის ტრადიციული დარგებია. გურიაში ვაზის კულტურა უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლოსამეურნეო დარგს შორის. საბჭოთა დროს სახელმწიფოს მიერ გურიაში ჩაის მასობრივი გაშენების გამო მევენახეობა-მეღვინეობამ თავისი ძველი როლი დაკარგა, მაგრამ დღესდღეობით ამ დარგის ხელახალი აღორძინება ხდება.
ბუკისციხე, ერკეთი, დაბლაციხე – გურიაში მევენახეობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. აქ უკვე არსებობს რამდენიმე მცირე საოჯახო მარანი, სადაც ტრადიციული გზებით აყენებენ ღვინოს გურიისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი ჯიშებიდან ჩხავერი, ჯანი, ცოლიკოური და სხვ.
მეღვინეობებს შორის უდიდესი ზურაბ თოფურიძის მარანია, რომელსაც 10 ჰექტარზე აქვს ვენახები გაშენებული და ჩხავრის ღვინოს აყენებს. მის მარანში სტუმრობა და ღვინის დაგემოვნება ღვინის მოყვარულებს წინასწარ ერთი კვირით ადრე დაჯავშნით (www. iberieli.com) შეუძლიათ. კიდევ ერთი საოჯახო მარანი შარაშიძეებს ეკუთვნის. მათ მარნის გარდა საოჯახო სასტუმროც აქვთ და ჩვენც სწორედ იქ გავათიეთ ერთი ღამე.