ქვის კეცი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

სოფელ შუა ამაღლებაში ნახავთ, როგორ მზადდება გურული სამზარეულოსთვის აუცილებელი ატრიბუტი – ქვის კეცი.
ქვის კეცების დამზადებას ძირითადად დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მისდევდნენ. გურიაში ქვის კეცების დამზადების ტრადიცია ვან-ზომლეთში, სამებასა და ამაღლებაში იყო გავრცელებული. ეს სოფლები გურიის სერის სამხრეთ კალთაზეა შეფენილი და ქვის კეცებისთვის საჭირო მადანი ამ მიდამოებშია.
ქვის კეცი მთლიანად ტრადიციული წესით, ხელის იარაღებით, ელექტრონერგიის, ბუნებრივი აირისა და დაზგების გამოყენების გარეშე მზადდება. ერთი კეცის დამზადებას ერთი დღე სჭირდება. ქვის კეცი დიდხანს ინარჩუნებს მხურვალებას და სრულყოფილად აცხობს. ქვის კეცებს გურიაში მჭადისა და ხაჭაპურის გამოსაცხობად იყენებენ. მათი შეძენაცაა შესაძლებელი. ფასები 25-50 ლარს შორის მერყეობს და კეცის ზომაზეა დამოკიდებული.