აცანა-აკეთის ჭურები

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

აცანაში მდებარეობს ოჯახი, რომელიც უკანასკენლია, ვინც კვლავ მისდევს მექვევრეობას. გურიაში ქვევრს ჭურს ეძახიან. ადრე მეჭურეობა აცანასა და აკეთში ფართოდ იყო გავრცელებული აქ არსებული ალიზა (თიხნარი) მიწის გამო, ახლა კი ამ ტრადიციას ერთი ოჯახიღა აგრძელებს.
ჭურების ნახვის შემდეგ ოქონას მონასტერი უნდა იხილოთ, რომელიც მაღალ გორაკზე დგას. მე-9 საუკუნის მონასტრიდან მხოლოდ გალავნის ფრაგმენტია შემორჩენილი. ეზოში კი ახლადაშენებული ეკლესია დგას. ეკლესიის ეზოშია საჯილდაო ქვა – უძველესი სპორტული ინვენტარი, დიდი ზომის ქვა, რომლის აწევაშიც ერთმანეთს ძლიერი მამაკაცები ეჯიბრებოდნენ. ოქონას მონასტერი პირდაპირ უყურებს მისგან 7 კმ სამხრეთით მდებარე აკეთის მაცხოვრის ეკლესიას. ესაა XVIII საუკუნის ეკლესია, რომელიც ახლახან აღუდგენიათ არსებობს ლეგენდა, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც შემოქმედის და გორისფერდის ეკლესიებზე არსებობს. აკეთში კიდევ ერთ, წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებს იხილავთ. 1841 წლის გურიის ჯანყი სწორედ ამ სოფელში დაიწყო. ასეევ გურიაში პირველ ბიბლიოთეკა სწორედ ამ სოფელში გაიხსნა.