ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

თუ ოზურგეთის წარსულის გაცნობა გინდა, ისტორიულ მუზეუმს უნდა ეწვიო. ექვს ათასამდე ექსპონატს შორის განსაკუთრებისთ საინტერესოა პალეოლითის ხანის ძეგლები, ადრეული პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათა ფრაგმენტები, ქალაქის ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში აღმოჩენილი სეგმენტური იარაღი, ბრინჯაოსა და რკინის წიდები, ანტიკური ხანის ვერცხლისა და ოქროს ნივთები, კერამიკული ჭურჭელი და სხვ. აქვეა ძველებური თოფ-იარაღის კოლექცია, სადაც განსაკუთრებით საყურადრებოა ნაპოლეონის მიერ პრინც აშილ მიურატისთვის ბოძებული ფრანგულწარწერიანი დაშნა; გურიელების პირადი ნივთები, უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა, უნიკალური ფოტოები, ნახატები, წიგნები, ხელნაწერები…

3 thoughts on “ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *