შალვა რადიანის მუზეუმი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

გურიის ერთ ულამაზეს სოფელ– დვაბზუში, კაცს თვალს მოსწყვეტს ძველი ხის სახლი, ძველებური მოაჯირით, შორიდან ჩუქურთმებიანი ნახატს რომ ჰგავს. მაგრამ რომელი ნახატი დაიტევს იმ საოცარ სილამაზეს, რაც ხელისგულივითაა გადაშლილი ამ ოდის ირგვლივ, ეს საოცარი მიდამო და სახლი ეკუთვნის სასიქადულო ქართველ კრიტიკოსს, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს მწერალ, პროფესორ შალვა რადიანს. მუზეუმში მომსვლელი სტუმარი იხილავს შალვა რადიანის პირად ნივთებს, ფოტოებსა და უამრავ ეთნოგრაფიულ მასალას.