გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თანხმობით, 2015 წლის 7 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხემლისხიდში, საკუთარ სახლში, გაიხსნა საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული ინჟინრის გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი.

მუზეუმში არის ეთნოგრაფიული გარემო, გურული კარმიდამოსთვის დამახასიათებელი შენობა-ნაგებობები; გიორგი სალუქვაძის სამუზეუმო ექსპონატები, საინფორმაციო სტენდები. აქ ტრადიციულად იმართება
სხვადასხვა ტიპის ფოლკლორული ღონისძიება და ხდება ტრადიციული გურული კალანდის დღესასწაულის აღნიშვნა.