გურული ოდა

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

გურული ოდა ხის ფიცრული ერთსართულიანი სახლია. როგორც წესი, ეს სახლი მიწიდან ამაღლებულია და ქვის ბოკონებზე დგას. უფრო გვიანდელი ოდები ორსართული- ანია და პირველი სართული სარდაფად გამოიყენება. ძველად გურიაში წაბლის ხის ოდებს დგამდნენ, რადგან ეს ხე ყველაზე კარგად ძლებს აქაურ ტენიან ჰავაში. გურულ ოდას წინ ფართო აივანი აქვს, რომელსაც მოაჯირად გამოყენებული აქვს „დუშაღი“ – სწორი ფიცრები, რომლებზეც ორნამენტებია ამოჭრილი. ოდა კრამიტითაა გადახურული, შიგნიდან კი ბუხარი ათბობს.
გურული კარმიდამოსთვის დამახასიათებელია ოდის დამხმარე ნაგებობები: სამზადი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციას ასრულებდა, ნალია, ხულა, ფაცხა და ჭა.
აღსანიშნავია სოფელ შემოქმებდში მდებარე „მენაბდის მარანში“. რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს საუცხოოდ აღდგენილ ტრადიციულ გურულ ოდასახლს; ნალია, ბეღელი, ვერანდები, მოსასვენებელი ადგი- ლები, ფანჩატურები, ხეხილის ბაღი, სათხილე, წაბლ- ნარი, მაღლარი და დაბლარი ვენახი. აქ გასინჯავთ განთქმული ჩხავერსა და ეკოლოგიურად ჯანსაღ, ტრადიციული გურული კერძებს.
2 გამორჩეულ გურულ ოდა სახელს დვაბზუსა და ცხემლისხიდში შეხვდებით. ამ სახლებში მუზეუმებია მოწყობილი ერთი ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის, მეორე კი მწერალ შალვა რადიანის სახელობისა.