ვაშნარი

en flag
ru flag
Voiced by Amazon Polly

ისტორიულ სოფელში ციხე, რომელსაც სახელი აქ მდებარე ციხის გამო ერქვა, შესაძლებელია კიდევ ერთი ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების ხილვა. ორივე მეთგანი ნაკაშიძეების საკუთრება იყო. ციხე 1810-იან წლებში მამია V გურიელმა რუსეთის ჯარის დახმარებით დაანგრია. ახლა ციხის ტერიტორიაზე  მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი მუხა და ძველი გალავნის ნანგრევებია დარჩენილი. ბოლომდეა გადარჩენილი ციხის ეკლესია. ამ ეკლესიაში  XVII საუკუნეში  ბეჟან ნაკაშიძეს კალიგრაფისტთა  სკოლა, დაუარსებია.   ეკლესიაში  XVII საუკუნის მოხატულობა მამუკა  ნაკაშიძისა  და მისი ოჯახის ფრესკებია შემორჩენილი. გარდა ამისა ამ მიდამოებში კიდევ რამდენიმე ღირშესანიშნაობას ნახავთ, მათშორის  სტაროვერების   1928 წელს აშენებული ეკლესიის ნანგრევი  ლაითურში  და  სპონიეთის წრიული ფორმის ეკლესია. თუმცა ყველაზე განსაკუთრებული ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარია, რომელიც სოფელ გურიანთიდან დაახლოებით 2 კილომეტრის გზაზე მდებარეობს. მურვან-ყრუს შემოსევამდე, რომელსაც ვაშნარის არსებობის დასასრული გამოუწვევია. აქ ნამდვილი ციხე-ქალაქი ყოფილა  გარე და შიდა კედლებით, კოშკებით, წყალსადენით, რელიგიური და საერო  შენობებით, გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის საზღვარზე, გზასთან  ახლოს, მარჯვნივ  ეულად მდგარი საფლავი მდებარეობს, რომელიც  იმ ქართველთა საერთო სასაფლაოა, რომლებიც 1918 წლის აპრილში დაიღუპნენ ოსმალეთის იმპერიის  მიერ დაკავებული ოზურგეთის  გათავისუფლებისთვის  ბრძოლაში.